Accessibility links

logo-print

გაეროს ლტოლვილთა უწყებამ გააკრიტიკა ევროპის სახელმწიფოები


გაეროს ლტოლვილთა უწყებამ კრიტიკა გამოთქვა ევროპის ქვეყნების მიმართ იმის გამო, რომ საბერძნეთში 24 ათასი მიგრანტი დაგროვდა. უწყების თქმით, ევროპის მთავრობები არ თანამშრომლობენ მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად, აწესებენ სასაზღვრო შეზღუდვებს, რითაც არღვევენ კანონს. ლტოლვილთა უწყების წარმომადგენელმა, ადრიან ედვარდსმა განაცხადა, რომ ევროპა იმყოფება მის მიერვე შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე. ედვარდმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხმელთაშუა ზღვა წელს 132 ათასამდე მიგრანტმა გადაკვეთა. ეს რიცხვი აჭარბებს შარშანდელი წლის პირველი ნახევრის რაოდენობას. ლტოლვილთა უწყება გაფრთხილებით გამოდის საბერძნეთში შექმნილი ვითარების გამოც. იქ მიგრანტთა დაგროვებას მოჰყვა სურსათის, კარვების და წყლის ნაკლებობა, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. ეს გაფრთხილება მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც მაკედონიის პოლიციამ, საბერძნეთის საზღვართან, ცრემლმდენი გაზი იხმარა მიგრანტთა მიმართ, როცა ისინი საზღვრის გარღვევას შეეცადნენ.

XS
SM
MD
LG