Accessibility links

logo-print

მაკედონიის ლიდერმა შეიძლება მიგრანტებს „ბალკანური მარშრუტი“ ჩაუკეტოს


მაკედონიის პრეზიდენტმა, გიორგე ივანოვმა, გერმანიის პრესას განუცხადა, რომ შეიძლება გადაკეტოს ეგრეთ წოდებული, "ბალკანური მარშრუტი", რომლის გზითაც მიგრანტები შემდეგ დასავლეთი ევროპის ქვეყნებში ხვდებიან. ამ იდეის შესახებ ივანოვმა განუცხადა გერმანულ გამოცემა "შპიგელს". ივანოვის თანახმად, როცა ავსტრია მიაღწევს თავის ლიმიტს და ამ ქვეყანაში შევა 37 ათას ხუთასი მიგრანტი, ის საბერძნეთთან მაკედონიის საზღვარს ჩაკეტავს. ამით გადაიკეტება " ბალკანური მარშრუტი", რომელსაც ასეულ ათასობით მიგრანტი იყენებდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ჩასასვლელად. ეს შეიძლება სულ მალე მოხდეს, განაცხადა მაკედონიის პრეზიდენტმა, ამის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება გვჭირდება, მალეშეიძლება უკვე ძალიან დაგვიანებული იყოს. ინტერვიუ ივანოვთან გამოქვეყნდა იმ დღეს, როცა მაკედონიის პოლიციამ ცრმლმდენი გაზი იხმარა მიგრანტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG