Accessibility links

logo-print

რუსეთის ოფიციალური პირები მაღაროში აფეთქებას „ბუნებრივ კატასტროფად“ მიიჩნევენ


რუსეთის ხელისუფლების თანახმად, არქტიკაში შაბათ-კვირას მომხდარი აფეთქებები, რამაც 36 მაღაროელი იმსხვერპლა, ბუნებრივმა მიზეზებმა გამოიწვია და არ ყოფილა დაუდევრობის ან თაღლითობის შედეგი. ოთხი მაღაროელი დაიღუპა 25 თებერვალს, როცა მეთანი აფეთქდა „სევერნაიას“ მაღაროში, რომელიც არქტიკული ზოლის ჩრდილოეთით მდებარეობს. შემდეგ აფეთქებას, 28 თებერვალს, ემსხვერპლა ექვსი პირი, რომლებმაც მაღაროში მყოფი პირების გადარჩენა განიზრახეს. მეორე აფეთქებამ მოკლა კიდევ 26 მაღაროელი. მომხდარის გამო დაიწყო გამოძიება. ეს 2010 წლის შემდეგ ყველაზე ტრაგიკული კატასტროფაა, რომელიც რუსეთის მაღაროებში მომხდარა.

XS
SM
MD
LG