Accessibility links

logo-print

ერაყის არმიამ შეტევა დაიწყო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ


ერაყის სამთავრობო ძალებმა, რომლებსაც შიიტთა შეიარაღებული რაზმები უწევენ მხარდაჭერას, აშშ-ის ავიაციის დახმარებით, 1 მარტს დაიწყეს იერიში ექსტრემისტული გაერთიანების5 „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. იერიში დაიწყო ქალაქ სამარასთან, ბაღდადიდან 80 კილომეტრში. არმიის თანახმად, იერიშის მიზანია მომარაგების გზები გადაუკეტოს „ისლამურ სახელმწიფოს“ და გაძლიერდეს მთავრობის ჯარის პოზიცია ქალაქ მოსულის გარშემო, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ხელშია.

XS
SM
MD
LG