Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტს საავტომობილო მრეწველობის პრივატიზება სურს


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი, ირანის საავტომობილო მრეწველობის გაზრდის მიზნით, უცხოური ინვესტიციებისკენ მოწოდებით გამოვიდა და თქვა, რომ ამ სექტორის პრივატიზებაა საჭირო, რათა მისი კონკურენტუნარიანობა განვითარდეს. ეს როჰანიმ განაცხადა თეირანში, ავტომობილების მწარმოებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე. ირანის ეკონომიკას გზა გაეხსნა საერთაშორისო ურთიერთობებისკენ იანვრის შემდეგ, როცა ამ ქვეყანას სანქციები გაუუქმეს ბირთვულ სფეროში შარშან მიღწეული შეთანხმების შედეგად. ირანის საავტომობილო მრეწველობის ნახევარს სახელმწიფო აკონტროლებს. თებერვალში, საფრანგეთის საავტომობილო კონცერნმა, რომელიც პეჟოსა და სიტროენის მარკის ავტომანქანებს აწარმოებს, ერთობლივი საწარმოს შესახებ შეთანხმება გააფორმა ირანის „ხორდოსთან“, წელიწადში ორასი ათასი მანქანის წარმოების შესახებ.

XS
SM
MD
LG