Accessibility links

logo-print

ნადია სავჩენკო მშრალი შიმშილობით იმუქრება


უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადია სავჩენკო, რომელსაც რუსეთში ასამართლებენ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით, მშრალი შიმშილობის გამოცხადებით იმუქრება, თუ მას უკრაინაში არ დააბრუნებენ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ. ნადია სავჩენკოს დამ, ვირამ, 1 მარტს განაცხადა, რომ ნადია აპირებს მშრალი შიმშილობის დაწყებას, თუ მას ვერდიქტის შემდეგ 10-დღიან ვადაში არ გადასცემენ უკრაინას. სავჩენკოს საქმეზე განაჩენის გამოცხადება ამ დღეებშია მოსალოდნელი. ნადია სავჩენკო მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ, როცა 2014 წლის ივნისში შეიპყრეს. უკრაინელი მფრინავი ქალი აცხადებს, რომ სეპარატისტებმა მოიტაცეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს რუსეთში, სადაც ის დააპატიმრეს და ბრალდებები წაუყენეს. სავჩენკო ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG