Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გამოაქვეყნებს რეკომენდაციას საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე


საქართველოს პარლამენტის წევრ ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, ევროკომისია გამოვა რეკომენდაციით საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. ამის შესახებ კვაჭანტირაძე, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა, სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს. როგორც კვაჭანტირაძე აღნიშნავს, ის ძალიან ბედნიერია, რომ ეძლევა საშუალება, წინასწარ გაავრცელოს სასიხარულო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2 მარტს ბრიუსელი გამოაქვეყნებს მხოლოდ საქართველოსთვის შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს უვიზო მიმოსვლის ძალაში შესასვლელად. საქმე ეხება ბოლო ნაბიჯს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ასამოქმედებლად. სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის ტექნიკური ნაწილი საქართველომ გასული წლის დეკემბერში დახურა, ისევე როგორც უკრაინამ. მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ევროკავშირი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით გამოვა რეკომენდაციით სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე.

XS
SM
MD
LG