Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ უკრაინაში სამი ჯარისკაცი დაიღუპა


უკრაინა აცხადებს, რომ მისი სამი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში. ლუგანსკის ოლქში სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, სამი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა 1 მარტს მათი ავტომანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად. ხოლო კიევში სამხედრო პრესმდივნის თანახმად, სამი ჯარისკაცი დაიჭრა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ურთიერთსროლისას სეპარატისტების მიერ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში გაკონტროლებულ ტერიტორიებსა და დანარჩენ უკრაინას შორის ფრონტის ხაზთან. უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ბრძოლამ, რომელიც 2014 წლის აპრილში დაიწყო, 9000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. შარშან მინსკში ხელმოწერილმა სამშვიდობო შეთანხმებამ ხელი შეუწყო ძალადობის შემცირებას, მაგრამ ცალკეული დაპირისპირებები მაინც გრძელდება.

XS
SM
MD
LG