Accessibility links

logo-print

ავღანეთში თავს დაესხნენ ინდოეთის საკონსულოს


ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში თავს დაესხნენ ინდოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. როგორც იუწყებიან, დიპლომატიურ კვარტალში 2 მარტს ორი აფეთქება მოხდა ინდოეთის საკონსულოს წინ, რასაც ავტომატური იარაღიდან სროლის ხმა მოჰყვა. იუწყებიან ასევე, რომ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა მას შემდეგ, რაც საკონსულოს შესასვლელში თავი აიფეთქა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ნანგარჰარის პროვინციიის გუბერნატორის პრესმდივანმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში დაადასტურა ცნობა თვითმკვლელის თავდასხმაზე. პრესმდივნის მონაცემებით, დაიჭრა ხუთი ადამიანი. დელიში ინდოეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა გამოაცხადა, რომ საკონსულოში მყოფ პირებს არაფერი დაშავებიათ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ცნობილია, რომ რეგიონში ძლიერი პოზიციები აქვთ თალიბანსაც და მის მეტოქე ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსაც“.

XS
SM
MD
LG