Accessibility links

logo-print

ქალი, რომელიც მოსკოვში ბავშვის მოკვეთილი თავით დააკავეს, ამბობს, რომ დავალება ალაჰისაგან მიიღო


უზბეკი ქალი, რომელიც 29 თებერვალს დააკავეს მოსკოვის მეტროსთან მას შემდეგ, რაც ჩანთიდან ამოიღო ბავშვის მოკვეთილი თავი, ამბობს, რომ დავალება ალაჰისაგან მიიღო. გიულჩეხრა ბობოკულოვამ ეს უთხრა ჟურნალისტებს, როცა 2 მარტს მოსკოვის სასამართლოში მიჰყავდათ. ბობოკულოვამ ჟურნალისტებს უთხრა ასევე, რომ დამნაშავეა ოთხი წლის რუსი ბავშვის მკვლელობაში. მოგვიანებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ქალისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბობოკულოვას ფსიქიკური ავადმყოფობის ნიშნები აქვს და მას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება. მოსკოვში, მეტროს სადგურ „ოქტიაბრსკოე პოლესთან“ 29 თებერვალს გადაღებულ და ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს შავებში შემოსილი ბობოკულოვა, რომელსაც, როგორც ჩანს, ისლამური თავსაფარი უკეთია და აქეთ-იქით აქნევს ბავშვის მოკვეთილ თავს. თვითმხილველების თქმით, ქალი ყვიროდა „დიდ არს ალაჰი“.

XS
SM
MD
LG