Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს იანუკოვიჩის საწინააღმდეგო სანქციებს


ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩები 2 მარტს შეთანხმდნენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი 15 მოკავშირის საწინააღმდეგო სანქციების კიდევ, სულ ცოტა, ერთი წლით გახანგრძლივებაზე. სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს საბანკო აქტივების გაყინვას, ამოქმედდა 2014ი წლის მარტში მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი უკრაინიდან გაიქცა ევრომაიდნის საპროტესტო გამოსვლების ფონზე. ევროკავშირის შავ სიაში ასევე შეყვანილია უკრაინის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ეჭვმიტანილი ნიკოლაი აზაროვი და სერგეი არბუზოვი. 4 მარტს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის მინისტერიალი, რომელზეც მოსალოდნელია სანქციების გახანგრძლივებაზე მიღებული ამ გადაწყვეტილების დამტკიცება.

XS
SM
MD
LG