Accessibility links

დონალდ ტუსკი ბალკანეთში მოგზაურობს მიგრანტთა კრიზისზე მოსალაპარაკებლად


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბალკანეთის ქვეყნებში მოგზაურობს მიგრანტთა კრიზისზე მოსალაპარაკებლად. ტურნე ითვალისწინებს ვიზიტებს ხორვატიაში და მაკედონიაში, რომელთა ლიდერებმაც ბოლოხანს გამოაცხადეს, რომ აპირებენ კიდევ უფრო გამკაცრებული ზომებით ჩაკეტონ ე.წ. ბალკანური მარშრუტი, რომელსაც მიგრანტები იყენებენ ახლო აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ ევროპაში მოსახვედრად. ტუსკის ტურნეს ფონს ქმნის გაფრთხილება, რომლითაც გაეროს ლტოლვილთა სააგენტო გამოვიდა, რომ ევროკავშირს ჰუმანიტარული კრიზისი მოელის, თუ მთავრობები არ ითანამშრომლებენ მიგრანტების საკითხში. საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ავსტრიამ, აგრეთვე მაკედონიამ და ბალკანეთის სხვა ქვეყნებმა შემოიღეს, ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ რეკომენდირებულ კურსს. საზღვრებზე მკაცრი შეზღუდვების შედეგად, ათიათასობით მიგრანტი დაგროვდა საბერძნეთში. ბალკანეთში ვიზიტის შემდეგ, დონალდ ტუსკი 3 და 4 მარტს ესტუმრება თურქეთს, რომლის გავლითაც ერაყიდან და სირიიდან ლტოლვილების უმრავლესობა მიეშურება ევროპისაკენ.

XS
SM
MD
LG