Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფასო ანალიზები C ჰეპატიტის აღმოსაჩენად


უფასო ანალიზები C ჰეპატიტის აღმოსაჩენად
please wait

No media source currently available

0:00 0:01:53 0:00

თბილისში, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, მობილური ლაბორატორია დგას და მსურველებს C ჰეპატიტზე ამოწმებს. ანალიზი უფასოა და პასუხის მიღება იქვე 15 წუთში არის შესაძლებელი. პროექტი უნივერსიტეტის მიერ ფინანსდება. ბოლო წლების განმავლობაში C ჰეპატიტი საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო, მაგრამ ამჯერად მისი მკურნალობის ხარჯები ჯანდაცვის სამინისტრომ იტვირთა. პერიოდულად ტარდება უფასო შემოწმების აქციებიც. ამჯერად საანალიზოდ სისხლის ჩაბარება უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს (დაახლოებით, 12 000 ადამიანი) შეუძლიათ. როგორც ლაბორატორიის ექიმი ამბობს, ამგვარი შემოწმებების შედეგად პირთა 7-8 პროცენტს C ჰეპატიტის დიაგნოზს უსვამენ.

XS
SM
MD
LG