Accessibility links

logo-print

უკრაინაში ლენინის ქუჩას ლენონის ქუჩა დაარქვეს


უკრაინის სოფელ კალინიში, რომელიც 20 კილომეტრით არის დაშორებული ევროკავშირის საზღვრიდან, ლენინის ქუჩას ლენონის ქუჩა დაარქვეს ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის პატივსაცემად. იმიერკარპატეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენადი მოსკალმა 2 მარტს გამოაცხადა, რომ ხელი მოაწერა დადგენილებას ქუჩისთვის სახელის შეცვლის შესახებ. მისი თქმით, ოლქში სულ 10 ქუჩას გამოუცვალეს სახელი ე.წ. დეკომუნიზაციის კანონების საფუძველზე. უკრაინაში ათასობით ქუჩას, ისევე როგორც მოედნებს, ქალაქებს, სოფლებს, კომპანიებს უნდა გამოუცვალონ სახელწოდებები შარშან მიღებული სადავო კანონის საფუძველზე. კანონით დაგმობილია საბჭოთა კომუნისტური და გერმანიის ფაშისტური რეჟიმები და იკრძალება მათთან დაკავშირებული პროპაგანდა,სიმბოლოები და სახელწოდებები.

XS
SM
MD
LG