Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ სანქციები გაუმკაცრა ჩრდილოეთ კორეას


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო სანქციების გაფართოების შესახებ. უშიშროების საბჭოში ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა ბოლო ორ თვეში ჩაატარა ბირთვული გამოცდა და ბალისტიკური რაკეტის გამოცდა. ახალი სანქციები ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეაში და ჩრდილოეთ კორეიდან გაგზავნილი ტვირთების სავალდებულო შემოწმებას, მსუბუქი იარაღით ვაჭრობის აკრძალვას, აგრეთვე შავ სიაში შეყვანილი ინდივიდებისა და ორგანიზაციების რიცხვის გაზრდას.

XS
SM
MD
LG