Accessibility links

logo-print

პარიზში იმართება შეხვედრა მინსკის შეთანხმების შესრულებაზე სასაუბროდ


პარიზში იმართება უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მინსკში 2015 წლის თებერვალში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაზე სასაუბროდ. შეთანხმება, რომელიც უკვე მეორე იყო, რომელიც მინსკში გაფორმდა, ითვალისწინებს ზომებს აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ბრძოლისათვის ბოლოს მოსაღებად. კიევი აცხადებს, რომ რუსეთი არღვევს შეთანხმებას სეპარატისტებისათვის იარაღის და ჯარისკაცების გაგზავნით. თავის მხრივ, უკრაინას აქამდე არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ეხება რეფორმების განხორციელებას აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში ავტონომიის გასაზრდელად და იქ ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად.

XS
SM
MD
LG