Accessibility links

logo-print

ექიმების ნებართვის შემთხვევაში, გამომძიებლები დღეს განაგრძობენ პეტრიაშვილის დაკითხვას


ექიმების ნებართვის შემთხვევაში, გამომძიებლები დღეს განაგრძობენ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვას. მისი ადვოკატის ლევან სამუშიას ინფორმაციით, 2 მარტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე საათიანი დაკითხვა მას შემდეგ შეწყდა, რაც ალექსი პეტრიაშვილსსხეულის ტემპერატურამ აუწია. ადვოკატის ცნობითვე, დაკითხვის პროცესში ალექსი პეტრიაშვილმა დეტალურად აღწერა, რა ხდებოდა თავდასხმის ადგილზე და გამომძიებლებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდა. ლევან სამუშიას შეფასებით, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განზრახ მკვლელობის მცდელობა იყო. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით 26 თებერვალს დაჭრეს თბილისში, ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG