Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ერთი წლით გააგრძელა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერთი წლით გააგრძელა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები, რომლებიც დაწესებულია უკრაინის მიმართ მოსკოვის პოლიტიკის გამო. თეთრი სახლის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინასთან მიმართებით რუსეთის მოქმედება საფრთხეს უქმნის უკრაინაში მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ ვითარება უარყოფითად მოქმედებს შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებზე. ამის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვიტა 2014 წლიდან მოქმედი სანქციების კიდევ ერთი წლით, 2017 წლის 6 მარტამდე გაგრძელება.

XS
SM
MD
LG