Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლოში უსმენენ ნადია სავჩენკოს დაცვის საბოლოო სიტყვას


რუსეთის სასამართლოში საბოლოო სიტყვით გამოდიან უკრაინელი მფრინავის, ნადია სავჩენკოს ადვოკატები, რომელთა კლიენტსაც წაყენებული აქვს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდება. სავჩენკო ბრალდებას უარყოფს. მოსალოდნელია, რომ ისიც გამოვა საბოლოო სიტყვით, რის შემდეგაც სასამართლო მალევე გამოაცხადებს ვერდიქტს. 2 მარტს პროკურორმა მოითხოვა 23 წლით პატიმრობა სავჩენკოსთვის. უკრაინელი მფრინავი აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ, როცა 2014 წლის ივნისში შეიპყრეს. სავჩენკო ამბობს, რომ სეპარატისტებმა შეიპყრეს და ძალით გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც მას ბრალდებები წაუყენეს. ახლა სავჩენკო მშრალი შიმშილობით იმუქრება, თუ მას უკრაინას არ გადასცემენ ვერდიქტის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში.

XS
SM
MD
LG