Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა აღიარა, რომ ავღანელი თალიბების ლიდერები პაკისტანში ცხოვრობენ


პაკისტანელმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ ავღანელი თალიბების ლიდერები პაკისტანში ცხოვრობენ. პაკისტანის მთავრობის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, სარტაჯ აზიზმა ვაშინგტონში თქვა, რომ ისლამაბადს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს თალიბანზე, რადგან მისი ხელმძღვანელები პაკისტანში იმყოფებიან და თალიბები ჯანდაცვის უწყებების მომსახურებით სარგებლობენ. მათი ოჯახები პაკისტანში არიან, შეგვიძლია ამ ბერკეტებით ვისარგებლოთ და მოვთხოვოთ მაგიდასთან დაჯდომაო, თქვა აზიზმა 1 მარტს შეხვედრაზე, რომელსაც უმასპინძლა ვაშინგტონში დაფუძნებულმა კვლევითმა ცენტრმა, საგარეო ურთიერთობათა საბჭომ. პაკისტანი წლებია უარყოფს, რომ ავღანელი თალიბები თავს აფარებენ მის ტერიტორიას და აცხადებს, რომ ვერაფერს იზამს ავღანეთში ამბოხების შეწყვეტის ხელშესაწყობად. მაგრამ ახლა პაკისტანი ცდილობს, ხელი შეუწყოს ავღანეთის მთავრობასთან თალიბანის ლიდერების პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას. ასეთი მოლაპარაკება მიმდინარე კვირაში ისლამაბადში უნდა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG