Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მოელის, რომ ევროკავშირი ივნისის ბოლოს დაუწესებს უვიზო მიმოსვლას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოელის, რომ ევროკავშირი ივნისის ბოლოს მოახდენს ვიზების ლიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისათვის. ამის შესახებ ჯანელიძემ 3 მარტს ბრიუსელში ვიზიტისას უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს. მოსალოდნელია, რომ ევროკომისია 8 მარტს გასცემს რეკომენდაციას საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ. „იმედი გვაქვს, რომ არათუ წელს, არამედ წლის პირველ ნახევარში ვიხილავთ საბოლოო გადაწყვეტილებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგენს შესწორების პროექტს, საჭირო იქნება საბჭოს გადაწყვეტილება და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილება, ისევე როგორც დამტკიცება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე თვეზე მეტხანს არ გაგრძელდება და მოველით, რომ ზაფხულზე გვიან არ იქნება“, - უთხრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩვენს კორესპონდენტს. ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით ევროკავშირი ერთად განიხილავდა უკრაინისა და საქართველოს საკითხებს ამ კვირამდე, როცა ევროკომისიამ მიანიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში, პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება. როგორც ევროპელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ბრიუსელში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს უკრაინაში მიმდინარე პროცესი პოლიტიკურად არასტაბილური ვითარებისა და რეფორმების სინელის გამო.

XS
SM
MD
LG