Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადია სავჩენკო მშრალ შიმშილობას იწყებს მას შემდეგ, რაც სასამართლომ სხდომა გადადო


უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა ნადია სავჩენკომ გამოაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს და სითხის მიღებაზეც უარს ამბობს მას შემდეგ, რაც რუსეთში სასამართლომ სხდომა გადადო, ვიდრე თავად სავჩენკოს მიეცემოდა საბოლოო სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა. სასამართლო სხდომა 9 მარტისთვის გადაიდო დაცვის მხარის საბოლოო სიტყვის შემდეგ. მანამდე სავჩენკოს ადვოკატებმა რუსეთი დაადანაშაულეს საჩვენებელი პროცესის მოწყობაში რუსი ჟურნალიტების მკვლელობაში უკრაინელი მფრინავი ქალის მონაწილობის ბრალდებით. დაცვის მხარე ასევე ამბობს, რომ, როგორც სავჩენკოს მობილური ტელეფონის ჩანაწერები ამტკიცებს, ის ვერ მიიღებდა მონაწილეობას აღმოსავლეთ უკრაინაში ჟურნალისტებზე თავდასხმაში, რადგან უკვე დატყვევებული იყო სეპარტისტების მიერ, როცა ჟურნალისტები დაიღუპნენ. მოსალოდნელია, რომ სასამართლო ვერდიქტს გამოაცხადებს მას შემდეგ, რაც სავჩენკო საბოლოო სიტყვით გამოვა. ბრალდების მხარე 23 წლით პატიმრობას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG