Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა დაამტკიცა აზერბაიჯანიდან ტრანსადრიატიკის გაზსადენის გაყვანის გეგმა


ევროკომისიამ 3 მარტს დაამტკიცა საბერძნეთთან შეთანხმება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის საექსპორტო მილსადენის გაყვანის თაობაზე. 878-ტკილომეტრიანი ტრანსადრიატიკის გაზსადენის, ანუ ტაპ-ის გაყვანის მიზანია რუსეთზე ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირება. გეგმით, მილსადენის მეშვეობით, აზერბაიჯანში, შაჰ დენიზ 2-ის საბადოდან ბუნებრივი აირი იტალიაში გადაიქაჩება საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის ფსკერზე გავლით. დაგეგმილია ტაპ-ის დაკავშირება ტრანსანატოლიის გაზსადენთან თურქეთში, საიდანაც ის ჩრდილოეთ საბერძნეთში გადავა საზღვართან მდებარე სოფელ კიპოისთან. ტაპ-ის მეშვეობით ევროპა გაზს 2020 წლიდან მიიღებს.

XS
SM
MD
LG