Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრისა და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების შეხვედრა


სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, კანცელარიაში ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს შორის. შეხვედრის გამართვა გადაწყდა რესპუბლიკური პარტიის წევრების თხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც დღეს დილით გავრცელდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადება, რომელშიც ის წერდა, რომ „პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო“. კვირიკაშვილმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტნიორებს, კერძოდ, რესპუბლიკურ პარტიასა და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ - წინააღმდეგ შემთხვევაში ის განახორციელებს ცვლილებებს, რომლებიც მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG