Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: რესპუბლიკური პარტია რჩება კოალიციაში სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში


დასრულდა კანცელარიაში გამართული შეხვედრა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის. სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სიტყვებს - რომ რესპუბლიკური პარტია რჩება კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში. შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, მასში მონაწილეობა მიიღეს პარტიის წარმომადგენლებმა - თინა ხიდაშელმა, დავით უსუფაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და დავით ბერძენიშვილმა. შეხვედრის გამართვა გადაწყდა რესპუბლიკური პარტიის წევრების თხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც დღეს დილით გავრცელდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადება, რომელშიც ის წერდა, რომ „პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო“. კვირიკაშვილმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტნიორებს, კერძოდ, რესპუბლიკურ პარტიასა და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ - წინააღმდეგ შემთხვევაში ის განახორციელებს ცვლილებებს, რომლებიც მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG