Accessibility links

logo-print

პარიზში უკრაინის შესახებ მოლაპარაკება გარღვევის გარეშე დასრულდა


პარიზში 3 მარტს გამართულ მოლაპარაკებაზე, რომლის მიზანი იყო უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედება, პროგრესი აღინიშნა, თუმცა ის გარღვევის გარეშე დასრულდა, რადგან მოსკოვი და კიევი ვერ შეთანხმდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე წელს არჩევნების გამართვის საკითხზე. მრავალმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს საარჩევნო წინადადებას, რომლითაც გერმანია და საფრანგეთი გამოვიდნენ. თუმცა უკრაინამ განაცხადა, რომ არჩევნების გამართვა შეუძლებელია მანამ, სანამ უსაფრთხოება დამყარდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პავლო კიმკინის თანახმად, უკრაინა თვლის, რომ არჩევნების გამართვამდე სრულად უნდა ამოქმედდეს საზავო შეთანხმება და დასრულდეს იარაღის გატანის პროცესი.

XS
SM
MD
LG