Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა დაამტკიცა აზერბაიჯანის იტალიასთან დამაკავშირებელი გაზსადენის გეგმა


ევროპის კომისიამ 3 მარტს დაამტკიცა საბერძნეთთან შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გაზსადენის მშენებლობას, ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ჩასატანად. 878 კილომეტრიანი, ტრანსადრიატიკის გაზსადენის მიზანია შეამციროს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე. გეგმის თანახმად, აზერბაიჯანის საბადო შაჰ დენიზი 2 საბერძნეთის, ალბანეთის და შემდეგ ადრიატიკის ზღვის გავლით დაუკავშირდება იტალიას. გაზსადენი თურქეთში შეუერთდება ტრანს-ანატოლიის გაზსადენს. ევროპაში პირველი გადაზიდვა 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG