Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის ლიდერებმა განიხილეს სირიის მდგომარეობა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის ოფისის განცხადებით, კამერონი და რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სირიაში ზავის ამოქმედება მათ აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ უფრო ფუნდამენტურ სამშვიდობო პროცესზე. კამერონი 4 მარტს ტელეფონით ერთობლივად ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. მისი პრესმდივნის ცნობით, საუბრისას შეთანხმდნენ, რომ სირიაში აშშ-ის და რუსეთის შუამავლობით ამოქმედებული ზავი უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალ კვირაში დანიშნული სამშვიდობო მოლაპარაკება დადებით ატმოსფეროში გაიმართოს. სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსა და ოპოზიციის ჯგუფებს შორის მყიფე ზავი გასულ კვირაში ამოქმედდა. საზავო შეთანხმება არ მოიცავს ტერორისტულ ჯგუფებს, როგორებიცაა „ისლამური სახელმწიფო“ და ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ალ-ნუსრას ფრონტი.

XS
SM
MD
LG