Accessibility links

logo-print

რუსეთში ძიძას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ბავშვის მკვლელობაში


უზბეკ ქალს, რომელსაც ვიდეო გადაუღეს იმ მომენტში, როცა მოსკოვის ერთ-ერთ მეტროსადგურთან ხელში ეჭირა ბავშვის მოკვეთილი თავი, ოფიციალურად წაუყენეს ბრალი მკვლელობაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, ვლადიმირ მარკინმა 4 მარტს დაადასტურა, რომ ბრალდება წარედგინა გიულჩეხრა ბობოკულოვას - უზბეკეთის მოქალაქეს, რომელიც ოთხი წლის რუსი გოგონას ძიძად მუშაობდა. ბობოკულოვამ 2 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბავშვის მოკვლა მას „ალაჰმა უბრძანა“. ვიდეოჩანაწერში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა და რომელზეც, როგორც ჩანს, საპოლიციო დაკითხვაა ასახული, ბობოკულოვა ამბობს, რომ მას შურისძიება სურდა იმ მუსლიმთათვის, რომლებიც სირიაში რუსეთის საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლნენ. პროკურორებმა სასამართლოს უთხრეს, რომ, მათი ვარაუდით, ბობოკულოვა მკვლელობის ჩადენისკენ წააქეზა რამდენიმე პირმა, რომელიც არ არის დაპატიმრებული. ოფიციალური პირების ცნობით, ბობოკულოვას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამჟამად მას ფსიქიატრიული შემოწმება უტარდება.

XS
SM
MD
LG