Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში პოლიციამ დემონსტრანტები განდევნა, მუშაობა განაახლა ოპოზიციურმა გაზეთმა


სტამბოლში პოლიციამ ასეულობით დემონსტრანტის განსადევნად, ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა ისინი პროტესტს გამოხატავდნენ თურქეთის უდიდესი გაზეთის შენობის ძალით დაკავების გამო. გაზეთმა „ზამანმა“, განაახლა მუშაობა პოლიციის ძალების მიერ რედაქციაში მოწყობილი, სასამართლოს ორდერით ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ. ის ახლოს დგას აშშ-ში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირთან, ფეტულა გიულენთან, რომელიც პრეზიდენტ ერდოანის მტრად მიიჩნევა. ერდოანმა გიულენი დაადანაშაულა შეთქმულების მოწყობაში თურქეთის მთავრობის დასამხობად, რისთვისაც ის ქმნისიურიდიულ სისტემაში, პოლიციაში და მედიაში, თავისი მომხრეების ქსელს. გაზეთს აქვს ინგლისური ვერსია, „ტუდეის ზამანი“. 5 მარტს გამოსული, ინგლისურენოვანი ნომრის მთავარ გვერდზე შავი ასოებით დაბეჭდეს: „თურქეთში თავისუფალი პრესის სამარცხვინო დღე“.

XS
SM
MD
LG