Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სანქციების მოქმედების ვადა გაუგრძელა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს


ევროკავშირმა გაუგრძელა მოქმედების ვადა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისთვის და მისი 15 ახლო მოკავშირისთვის ადრე დაწესებულ სანქციების. მიზეზი მათი აქტივების გაყინვისა სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებაა. სანქციებს, რომლებიც დაწესდა უკრაინიდან იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ, მოქმედების ვადა დაუგრძელეს 2017 წლის 6 მარტამდე. იანუკოვიჩთან ერთად "შავ სიაში", სხვათა შორის, ორი ყოფილი პრემიერი, მიკოლა აზაროვი და სერჰი არბუზორვი არიან.

XS
SM
MD
LG