Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერი ირანთან „საერთო ხედვისკენ“ მოწოდებით გამოდის


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ანკარამ და თეირანმა უნდა განავითარონ „საერთო ხედვა“, რათა ბოლო მოეღოს შინა დაპირისპირებებს რეგიონში. ეს დავუთოღლუმ განაცხადა ირანში ვიზიტისას, 5 მარტს. ეს თურქი ლიდერის პირველი ვიზიტია ბოლო ორ წელიწადში. შეიძლება, ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ვერ შევცვლით ჩვენს ისტორიას, ჩვენს გეოგრაფიას, თქვა დავუთოღლუმ, ირანის ვიც-პრეზიდენტ, ეშაღ ჯაჰანგირისთან ერთად გამოსვლისას. ჯაჰანგირიმ განაცხადა, რეგიონულ საკითხებში განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ თეირანს გადაწყვეტილი აქვს მოაგვაროს განსხვავებები რეგიონში სტაბილურობის მიზნითო. თურქეთი და ირანის სხვადასხვა გვარად ხედავენ სირიის კონფლიქტს. შიიტური ირანი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალა-ასადის მომხრეა, ხოლო თურქეთი ასადის მკაცრი კრიტიკოსაი და სუნიტურ ოპოზიციას უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG