Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი სამშვიდობო მოლაპარაკებაში არ მიიღებს მონაწილეობას


ავღანეთის თალიბანმა განაცხადა, რომ არ სურს ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკება. თალიბანის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ მეამბოხეები არ მიიღებენ მოლაპარაკებაში მონაწილეობას, სანამ უცხოეთის ძალები არ შეწყვეტენ მის პოზიციებზე იერიშებს და არ გავლენ ქვეყნის ტერიტორიიდან. პირისპირ მოლაპარაკება მომავალ კვირაში, ისლამაბადში უნდა შემდგარიყო. ამ შეხვედრას ავღანეთის მთავრობა უწოდებდა პირველ კონკრეტულ ნაბიჯს, გადადგმულს სამშვიდობო პროცესში, რომელმაც 15 წლიანი ომი სუნდა დაასრულოს. თალიბანი თავის განცხადებაში აშშ-ის არმიას ადანაშაულებ სსაჰაერო იერიშებსა დასაცხოვრებელ არეალებზე ღამის თავდასხმებში. თალიბანის თანახმად, ავღანეთის არმიამ გააძლიერა ბრძოლა მეამბოხეთა წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG