Accessibility links

logo-print

ობამამ ავღანეთის პრეზიდენტს ამხნევებს სამშვიდობო მოლაპარაკების გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი გაამხნევა, გააგრძელოს მცდელობა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების გასაგრძელებლად .თეთრის სახლის თანახმად, შედგა ვიდეო საუბარი ორ ლიდერს შორის. ობამას თქმით, აშშ მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებას, რათა შეწყდეს ძალადობა და დამყარდეს სტაბილურობა რეგიონში. მან აღნიშნა ღანის როლი ავღანეთის მეზობლებთან რეგიონული კოოპერაციის გაღრმავების და თალიბანთან შერიგების საქმეში. ცნობით, ვიდეო საუბრის დროს, ბარაკ ობამამ პრეზიდენტ ღანის უთხრა, რომ ავღანეთის ეროვნული თავდაცვის და უშიშროების ძალებმა მასზე შთაბეჭდილება მოახდინა

XS
SM
MD
LG