Accessibility links

logo-print

კოსმოსში ერთწლიანი ყოფნის შემდეგ აშშ-ის ასტრონავტს ტკივილები აწუხებს


კოსმოსში ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, აშშ-ის ასტრონავტს, სკოტ კელის კუნთების და სახსრების ტკივილები აწუხებს და მისი კანი ისე მგრძნობიარე გახდა, რომ ეწვის, როცა მოძრაობს. კოსმოსში წინა, ნახევარ წლიანი ყოფნის შემდეგ ის ასე დაღლილი და ავად არ ყოფილა, განაცხადა კელიმ ფრენის დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე 4 მარტს. კელის თქმით, მისი კანი უკიდურესად მგრძნობიარე გახდა, რადგან მთელი წელია არ ჰქონია სხვა ზედაპირთან არსებითი შეხება. კოსმოსში ტანსაცმელი კანს თითქმის არ ეხება, ის დაფრინავს. 52 წლის ასტრონავტის თქმით, დედამიწის პირობებთან შეგუება უფრო ძნელია, ვიდრე კოსმოსის პირობებთან. სხვა ასტრონავტების მსგავსად, კელიმ მოიმატა სიმაღლეში თითქმის 4 სანტიმეტრით, მაგრამ დედამიწაზე დაბრუნებისთანავე დაუბრუნდა ძველ სიმაღლეს. კელიმ 340 დღიანი მისია დაასრულა რუს კოსმონავტთან, მიხაილ კორნიენკოსთან ერთად 2 მარტს, ყაზახეთში დაშვებით.კორნიენკომ თითქმის ერთი წელიწადი დაჰყო კოსმოსში.

XS
SM
MD
LG