Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში განაჩენი გამოუტანეს ნარკოტიკებით მოვაჭრეებს


ბელორუსიის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 11 პირს, მათ შორის ერთ ქალს და მიუსაჯა მათ ცხრიდან 19 წლამდე პატიმრობა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულისთვის. მინსკის რეგიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო ისინი ნარკოტიკების უკანონო გადატანაში, ორგანიზებული დამნაშავეობრივ ჯგუფის წევრობაში, ასევე წინასწარ განზრახვის გარეშე მკვლელობაში. გამოძიების თანახმად, ჯგუფი მოქმედებდა ბელორუსიაში, ყაზახეთში, რუსეთში და უკრაინაში. ჯგუფის სავარაუდო ლიდერი იმალება.

XS
SM
MD
LG