Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთში არჩევნების შემდეგ მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა


სლოვაკეთში შაბათს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საგრძნობლად შესუსტდა მმართველი პარტიის, „სოციალური დემოკრატიის კურსის“ პოზიციები. პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხად, რომ ახალი კაბინეტის ფორმირების მიზნით მოლაპარაკებებს იწყებს. თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ მმართველი პარტია შეძლებს მიიღოს 150 ადგილიდან 49, ადრინდელი 83-გან განსხვავებით. მეორე ადგილზეა ლიბერალური პარტია, „თავისუფლება და სოლიდარობა“, 21 მანდატით. მესამე ადგილზეა 19 ადგილით კონსერვატული პარტია, „ჩვეულებრივი ადამიანები და დამოუკიდებელი პიროვნებები“. ოთხწლიანი შესვენების შემდეგ პარლამენტში ბრუნდება მემარჯვენე რადიკალური ნაციონალური პარტია. მას 15 მანდატი ერგება. პარლამენტში პირველად მოხვდა ნეოფაშისტური „სახალხო პარტია, ჩვენი სლოვაკეთი“, მას ხმათა 8 პროცენტი და 14 მანდატი შეხვდა. ივლისის შემდეგ, როტაციის სახით სლოვაკეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდება. ფიცომ, ადრე, სხვათა შორის, განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყანაში მაჰმადიანური ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღებას.

XS
SM
MD
LG