Accessibility links

logo-print

ირანელ მილიარდერს კორუფციისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს


ირანელ მილიარდერს, ბაბაქ ზანჯანის, ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს კორუფციაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ. ირანის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ზანჯანის და ორთანაბრალდებულს. ზანჯანი ცნობილი გახდა აჰმადინეჟადის პრეზიდენტობის დროს თავისი უნარით, დახმარებოდა ირანს გვერდი აევლო სანქციებისთვის და გაეყიდა ნავთობი უცხოეთში. ისლამურ რესპუბლიკაში ის დამნაშავედ სცნეს თაღლითობისა და ეკონომიკური დანაშაულისთვის. მას დასჯასთან ერთად ეკისრება კომპენსაციის გადახდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის გამო. ზანჯანი 2013 წელს დააპატიმრეს. მაშინ მისი სიმდიდრე 14 მილიარდი დოლარით განისაზღვრებოდა.

XS
SM
MD
LG