Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში, შაბათის წინასწარ არჩევნებში ორ-ორი გამარჯვება მოიპოვეს დონალდ ტრამპმა და ტედ კრუზმა


შაბათს, აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის წინასწარ არჩევნებში ორ-ორი გამარჯვება მოიპოვეს მილიარდერმა დონალდ ტრამპმა და ტეხასის შტატის სენატორმა ტედ კრუზმა. კრუზმა "პრაიმერიზი" მოიგო კანზასისა და მენის შტატებში. გამარჯვებას მან „რეალური წინსვლის გამოვლენა“ უწოდა. ტრამპმა, რომელიც რჩება რესპუბლიკელთა მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად ნომინაციის მთავარ პრეტენდენტად, გაიმარჯვა ლუიზიანის და კენტუკის შტატებში. დემოკრატიული პარტიის "პრაიმერიზში" ლუიზიანის შტატში გამარჯვება მოიპოვა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, და ყოფილმა პირველმა ლედიმ, ჰილარი კლინტონმა. მისმა მეტოქემ, ვერმონტის შტატის სენატორმა, ბერნი სანდერსმა, ნებრასკასა და კანზასში აჩვენა საუკეთესო შედეგი.ორივე პარტია ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავიანთ კანდიდატებს დაასახელებს ივლისში.

XS
SM
MD
LG