Accessibility links

ენერგეტიკის მინისტრი: ძალაში რჩება „გაზპრომთან“ მოქმედი შეთანხმება


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თანახმად, ,,გაზპრომთან" მხოლოდ ხელმოწერა აკლია შეთანხმებას, რომ რუსეთისგან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრანზიტის საფასურად საქართველო კვლავ გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს და კონტრაქტი წლის ბოლომდე იმოქმედებს.,,შეთანხმების შინაარსი არის ის, რომ ჩვენ ვრჩებით ისევ ძველი კონტრაქტის პირობებში, რაც იყო წლების წინ და ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენ ბუნებრივი აირის სახით გატარებული გაზის 10%-ს მივიღებთ", - განაცხადა კალაძემ. მინისტრის თქმით, ,,გაზპრომის" მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ მომხდარიყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლა. ,,თუ მომავალ წელს ამაზე იქნება საუბარი, ჩვენ უფრო მყარი პოზიციებით ვიქნებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

XS
SM
MD
LG