Accessibility links

logo-print

ნატო ეგეოსის ზღვაში მისიას აფართოებს მიგრანტთა უკანონო გადაყვანის შესაჩერებლად


ნატომ განაცხადა, რომ ეგეოსის ზღვაში თავის მისიას აფართოებს, რათა შეჩერდეს თურქეთიდან საბერძნეთსა და შემდეგ ევროპისკენ მიგრანტთა არალეგალური გადაყვანა. ასოშიეიტედ პრესს მოჰყავს ნატოს გენერალური მდივნის ,იენს სტოლტენბერგის სიტყვები, რომ ალიანსი იმოქმედებს თურქეთის და საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში,სადაც ათეულ ათასობით მიგრანტი გადაჰყავთ კონტრაბანდისტებს ევროპაში, და სადაც უკვე მყოფ ხომალდებს დაემატება კიდევ სამი. ეს განცხადება გავრცელდა ევროკავშირის სამიტის წინ, რომელზეც ევროკავშირს ლიდერები შეეცდებიან თურქეთი დაიყოლიონ, საბერძნეთიდან უკან გაბრუნებული ეკონომიკური მიგრანტების დიდი რაოდენობა მიღოს. 2016 წლის დასაწყისიდან თურქეთიდან საბერძნეთში ზღვის გზით მოხვედრის მსურველთა შორის 400 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის მედიის თანახმად, 6 მარტს 18 მიგრანტი დაიხრჩო, როცა მათი გემი ჩაიძირა.

XS
SM
MD
LG