Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ დირექტორად დაარეგისტრირა


საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა. ეს მოხდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1-ელი მარტის განჩინების საფუძველზე. როგორც საჯარო რეესტრში განმარტავენ, სასამართლოს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა"სტუდია მაესტროსა" და ლევან გაჩეჩილაძის ძალით დაქორწინების პროცესი“. ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროში" მისვლას და თანამშრომლებთან შეხვედრას დღეს გეგმავს. ტელეკომპანია "მაესტროს" შენობაში დაცვა გაძლიერებულია. ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორის და აღნიშნული შენობის მფლობელის მინდობილი პირის, ბაია გადაბაძის განცხადებით, დაცვა იმისთვის გაძლიერდა, რომ მოხდეს ნებისმიერი ექსცესის თავიდან აცილება.

XS
SM
MD
LG