Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას ბირთვული თავდასხმით ემუქრება


ჩრდილოეთი კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას ბირთვული თავდასხმით ემუქრება. "სიენენის" ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტმა განაცხადა. ფხენიანის მუქარის მიზეზი აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნა გახდა, რომელიც დღეს იწყება. როგორც ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ვაშინგტონისა და სეულის ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული. აღსანიშნავია, რომ ერთობლივ სწავლებაში 300 000 სამხრეთკორეელი და 15 000 ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG