Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი: არჩევნებით სრულდება კოალიციური ცხოვრების პირველი ეტაპი


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ერთი მხრივ, ოქტომბერში, არჩევნებით სრულდება კოალიციური ცხოვრების პირველი ეტაპი და ამასთანავე იწყება მზადება მეორე ეტაპზე გადასასვლელად. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ეს ორი ეტაპი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. "პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ქვეყნის გადამრჩენი ლაშქარი მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. ჩვენ ახლა ოქტომბერში არჩევნებზე მივდივართ არა ბოროტებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, არამედ ქვეყნის წინ წასაყვანად", - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, გადაიდგა ის ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელი იყო და დარწმუნებულია, რომ უახლოეს ხანებში ამის თაობაზე იქნება მეტი სიცხადე, "რომელიც სჭირდება კოალიციას, ქვეყანას, პარტიებს და ყველას".

XS
SM
MD
LG