Accessibility links

logo-print

სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


თბილისის საქალაქო სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ ცნო. როგორც "ინტერპრენიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იტყობინება, ბორჩაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება მასთან ერთად ბრალდებულებს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ხუტუნიშვილს 11-წლიანი, ხოლო დავით ფირისებიას 10-წლიანი პატიმრობა განესაზღვრათ. პანკისელ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს, 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რაზმან ბაღაკაშვილის სირიაში გამგზავრებას ედავებიან. ბრალდებულები 2015 წლის ივნისში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და გადაბირება.

XS
SM
MD
LG