Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი თანახმაა სირიაში მისი ბაზები ჰუმანიტარულ გადაზიდვებს მოახმაროს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მზად არის, სირიაში მდებარე მისი სამხედრო ბაზებზე დაშვების უფლება მისცეს ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდავ ორგანიზაციებს. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, ჰუმანიტარული ტვირთების ნაწილი თავს მოიყრის სირიის პორტ ტარტუსში მდებარე საზღვაო ბაზაზე, ხოლო ჰუმანიტარული ტვირთების გადამზიდავი თვითმფრინავები შეძლებენ ლატაკიაში განლაგებულ რუსეთის ავიაბაზაზე დაშვებას. რუსმა მაღალჩინოსანმა 7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე დასძინა, რომ რუსეთი თანახმაა სამხედრო-სახმელეთო ტრანსპორტიც ჩართოს დანიშნულების ადგილებამდე ჰუმანიტარული დახმარების მისატანად.

XS
SM
MD
LG