Accessibility links

logo-print

ზურაბ კუკულაძე აზარტული ონლაინთამაშების ბიზნესზე


7 მარტს სათამაშო ბიზნესზე ვილაპარაკეთ. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) დაიწყო კამპანია აზარტული ონლაინთამაშების ბიზნესის რეგულაციისთვის. 6 მარტს თბილისში აქციაც გაიმართა. ასოციაციის წარმომადგენელმა ზურაბ კუკულაძემ ილაპარაკა ონლაინთამაშების ბიზნესის ნეგატიურ ეფექტზე. მან აღნიშნა, რომ 2011 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში სათამაშო ბიზნესში კაპიტალის ბრუნვა ოთხჯერ გაიზარდა. ასოციაცია თვლის, რომ ეს ბიზნესი გამჭვირვალე უნდა იყოს და უნდა დაწესდეს რეგულაციები: მოთამაშის მოსაკრებელი, მოთამაშეთა რეესტრის შექმნა, წაგების ლიმიტის დაწესება და ა.შ... ასოციაცია აპირებს კანონპროექტის მომზადებას და პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად ხელმოწერების შეგროვებას.

XS
SM
MD
LG