Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში 21 ექსტრემისტი გაანადგურეს


ტუნისის სამხედრო ძალებმა გაანადგურეს 21 ექსტრემისტი, რომლებიც 7 მარტს თავს დაესხნენ ლიბიის საზღვართან მდებარე არმიის ყაზარმებს. ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკების ფონია მზარდი ძალადობა, რომლის უკანაც ლიბიაში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დგანან. გასული წლის განმავლობაში სამართალდამცველებთან შეტაკებებში რამდენიმე ათეული ტერორისტი მოკლეს.

XS
SM
MD
LG