Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავჩენკოს განთავისუფლების მიმართვას 270-ზე მეტი ცნობილი მოღვაწე შეუერთდა


270-ზე მეტი მოღვაწე აწერს ხელს უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადია სავჩენკოს განთავისუფლების მოთხოვნას, რომლის ადრესატებიცევროკავშირის ლიდერები არიან. საყოველთაოდ ცნობილი ადამიანები: ნობელის პრემიის ლაურეატები, მწერლები, მეცნიერები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მოუწოდებენ ევროპელ ლიდერებს, რათა „საგანგებო ზომებს მიმართონ უკრაინის მოქალაქე 34 წლის ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლად განთავისუფლებისათვის“. უკრაინელი სამხედრო მფრინავი, უკრაინის ვერხოვნა რადასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი რუსეთის ფედერაციის ციხეში ოცი თვის განმავლობაში იმყოფება ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში კავშირის ბრალდებით. „ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი უნარი გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე, საერთაშორისო დიპლომატიის ეფექტიანობისა და ევროპული იდეალებისადმი ჩვენი ერთგულების გამოცდა იქნება“, - აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ნობელის პრემიის ლაურეატები ბელორუსი სვეტლანა ალექსიევიჩი და ავსტრიელი ელფრიდა ელინეკი, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მარკუს მერკელი, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარი გი ვერხოფსტადტი, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, მიხაილ ეპშტეინი და სხვები. მიმართვის ინიციატივა ეკუთვნის პოლონელ და უკრაინელ ინტელექტუალებს, რომელთა მიმართვამ ერთ დღეში 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

XS
SM
MD
LG