Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა შეხვედრა ბაია გადაბაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის


ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორ ლევან გაჩეჩილაძისა და ყოფილი დირექტორის, ბაია გადაბაძის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბაია გადაბაძემ განუცხადა, ლევან გაჩეჩილაძე ელოდება იმავე დარბაზში, სადაც შეხვედრა გაიმართა, ტელეკომპანია "მაესტროს" იმ თანამშრომლებს, ვისაც მასთან გასაუბრება სურს. „ასევე დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეთერის უწყვეტობა იქნება უზრუნველყოფილი და გაჩეჩილაძე არ აპირებს არანაირი მონაწილეობის მიღებას საეთერო ბადესთან დაკავშირებით", - განაცხადა გადაბაძემ. 1 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა. ეს მოხდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის პირველი მარტის განჩინების საფუძველზე. როგორც საჯარო რეესტრში განმარტავენ, სასამართლოს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG